ტრადიციული მრავალხმიანობის მეთერთმეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2022 წლის 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონატითა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს.

თბილისის სიმპოზიუმები წარმოაჩენენ მსოფლიო მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ტენდენციებს და ხელს უწყობენ ქართული ეთნომუსიკოლოგიის ინტეგრაციას დასავლურ ეთნომუსიკოლოგიურ მეცნიერებასთან. მათ უდიდესი როლი შეასრულეს ქართული პოლიფონიის კვლევისადმი უცხოელი მეცნიერების ინტერესის გაღვივებაში, რომლებიც ერთხმად აღიარებენ მის განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს ხალხთა მუსიკალურ კულტურაში.

მეთერთმეტე სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 16 ქვეყნის 36 მეცნიერი, მათ შორის, 23 – უცხოეთიდან. წლევანდელი სიმპოზიუმი ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება.

შეგიძლიათ იხილოთ ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11  საერთაშორისო სიმპოზიუმის ბუკლეტი  და პროგრამა და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია წლევანდელ სიმპოზიუმში მონაწილე მეცნიერების, რეჟისორებისა და მუსიკოსების შესახებ.