განახლების თარიღი: 03.09.2020 

ტრადიციული მრავალხმიანობის მეათე საიუბილეო აერთაშორისო სიმპოზიუმი

20-24 ოქტომბერი, 2020, თბილისი, ქართველო

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ტმკსც) და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრა­ვალხმიანობის მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით.

სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდის­ციპლი­ნარული ბუნებითაა განპირობებული. ამასთან, მანამდე არჩეულ თემებს დაემატა COVID-19-ის პანდემიის პირობებში აქტუალური კიდევ ერთი თემა.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. წარმოდგენილი ყველა მოხ­სენება შემდგომ გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

პანდემიით გამოწვეული ცვლილებების, განსაკუთრებით კი, საერთაშორისო მიმოსვლის მიმართ დაწესებული სხვადასხვა რეგულაციის გათვალისწინებით, სიმპოზიუმში მონაწილეობა დაშვებულია ონლაინ-პრეზენტაციის ფორმატითაც (პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერის გამოგზავნით).

სრული ინფორმაცია ტმკსც-ს შესახებ, წინა სიმპოზიუმების ისტორია, ინფორმაცია მონაწილეებზე, სიმპოზიუმის მასალების ორენოვანი გამოცემა მოხსენე­ბების სრული ტექსტით – ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდებზე: www.polyphony.gewww.symposium.polyphony.ge

 

სიმპოზიუმის თემები:

მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თეზისები ტრადიციული მრავალხმიანობის ყველა ასპექტზე. თემები დაჯგუფდება მათში განხილული პრობლემების მიხედვით და წარმოდგენილი იქნება შესაბამის სამეცნიერო სესიაზე, რაც მრავალხმიანობის საკითხების ფართო სპექტრის განხილვის საშუალებას იძლევა.

ტრადიციულ თემებთან ერთად მე-10 სიმპოზიუმზე გვსურს შემოგთავაზოთ ორი ახალი თემა:

მრავალხმიანობა და რიტმი, როგორც ადამიანის სოციალურობის გამოვლინება:

მრავალხმიანობა, არსებითად, სოციალური ფენომენია, რიტმის არსებობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან განზომილებას მატებს ადამიანის მრავალხმიანობის სოციალურ ბუნებას. ჩვენ ვეძებთ ადამიანის მუსიკალური კულტურისა და, ზოგადად, კულტურის, როგორც ასეთის, სხვადასხვა გამოვლინებას, როგორიცაა, მაგალითად, ცეკვის ფენომენი (ჯგუფური და ინდივიდუალური). მუსიკა და ცეკვა ერთდროულად გაჩნდა თუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად? ჩვენ ვკითხულობთ: რატომ არის ადამიანი პლანეტაზე პრაქტიკულად  ერთადერთი სახეობა, რომელსაც შეუძლია შექმნას ხმოვანი რიტმი და ჩაერთოს მასში; რატომ ვერ წარმოუდგენიათ აფრიკელებს მუსიკა რიტმისა და მასთან ასოცირებული ცეკვის გარეშე, რატომ ეფუძნება კაცობრიობის უძველესი რიტმი 12/8 ზომას. გვსურს სიმპოზიუმზე მოვიწვიოთ ქორეოლოგიის ექსპერტები და ვთხოვოთ მონაწილეებს მოამზადონ და ჩამოიტანონ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების ცეკვის სხვადასხვა საინტერესო/უცნაური ნიმუშის ვიდეომასალა (როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური).

ტრადიციული მრავალხმიანობა COVID-19-ის გლობალური პანდემიის პირობებში

უკანასკნელი თვეების მანძილზე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური ცვლილებები, ბუნებრივია, კულტურის სფეროზეც აისახა და ის სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ აირეკლა ეს მგდომარეობა ტრადიციულ მუსიკაზე, რა ტიპის გავლენა მოახდინა მისი ფუნქციონირების დამკვიდრებულ ფორმებზე და რა ახალ პრაქტიკებსა თუ სამომავლო პერსპექტივებს გაუღო კარი. ამდენად, ვიწვევთ მეცნიერებს, ვინც საკუთარი ლოკალური გარემოსა თუ გლობალური ვითარების კონტექსტში განიხილავს ზემოაღნიშნულ პრობლემატიკას.

მპზიუმის ტრადიციული თემები:

  1. ვალხმიანობის ზოგადი თეორია და მუსიკალურსთიკური ასპექტები

აქ გაერთიანებულია თანამედროვე კულტურული ანთროპოლოგიისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის ზოგადი საკითხების ფართო სპექტრი.

  1. იციული მრავალხმიანობის რეგიონული სტილები და მუსიკალური ენა

ეს თემა მოიცავს როგორც დიდი, ისე პატარა რეგიონების, ეთნიკური უმცირესობების,

მხოლოდ ერთი სოფლის მრავალხმიანი სასიმღერო სტილების სირღმისეულ კვლევებს.

  1. იციული მრავალხმიანობის შედარებითი კვლევა

ტრადიციული მრავალხმიანობის ფენომენის გაგება შეუძლებელია შედარებითი მიდგომის გარეშე. მკვლევრებს ჩვენ ვთავაზობთ კვლევის ახალი მეთოდოლოგიების შემუშავებას.

  1. იციული მრავალხმიანობის სოციოლოგიური ასპექტები: შემსრულებლები და მსმენელები; ესი, კი, იდენტობა

ამ თემაში გაერთიანებულია ტრადიციული საზოგადოების სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. პრობლემები განხილულია როგორც თანამედროვე ცხოვრების, ისე ისტორიულ პერსპექტივაში.

  1. ვალხმიანობა საერო და სასულიერო მუსიკაში

აქ მოიაზრება ტრადიციული მრავალხმიანობისა და პროფესიული მრავალხმიანობის ადრეულ ფორმების ურთიერთქმედება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, ასევე, მისაღებია თემები სხვა რეგიონებსა და ეპოქებზე.

  1. იციული ინსტრუმენტული მრავალხმიანობა

მიუხედავდ იმისა, რომ სიმპოზიუმის ძირითადი თემა არის ვოკალური მრავალხმიანობა, აქ შეიძლება განხილული იყოს ვოკალური და ინსტრუმენტული მრავალხმიანობის ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტი.

  1. მსოფლიო მუსიკა და ტრადიციული მრავალხმიანობა

„მსოფლიო მუსიკა“ გამოხატავს სხვადასხვა კულტურის სწრაფვას ჰარმონიზაციისკენ. „გლობალური სოფლის“ იდეა მუსიკის უნივერსალურ ხასიათს ადასტურებს. დაინტერესებული ადამიანები სწავლობენ ადგილზე ტრადიციულ სიმღერას; ტრადიციულ მომღერლებს იწვევენ სხვა ქვეყანაში სწავლების მიზნით. რას ვკარგავთ ან ვიძენთ ამ პროცესში?

 

მრგვალი მაგიდა: „ტრადიციული მუსიკა და თანამედროვე საზოგადოება“

გლობალიზაციით გამოწვეული საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს მკვეთრმა ცვლილებებმა დღევანდელ საზოგადოებაში ხელი შეუწყეს ტრადიციული მუსიკის ფუნქციონირების ახალი ფორმების/ხერხების გაჩენას. არსებობს ახლადშექმნილი მუსიკალური სტილები, რომლებიც თანამედროვე მუსიკას თანამედროვე მუსიკალურ გამოხატვასთან აერთიანებს და, ამგვარად, მოარგებს მას თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს. ამავე დროს, ტრადიციული მუსიკა განაგრძობს განვითარებას სოფლად, თუმცა მისი გამოხატვის ფორმები მჭიდროდ არის დაკავშირებული თანამედროვე მსოფლიოს მიერ შემოთავაზებულ ტენდენციებთან. ამგვარად, სოფლად შეაღწია ახალმა მოვლენამ, როგორიცაა ფოლკ-ტურიზმი. მრგვალი მაგიდის განხილვის საგანი იქნება ტრადიციის მატარებლების, მუსიკოსების, ეთნომუსიკოლოგების პერსპექტივიდან დანახული თანამედროვე გამოწვევები თუ სარგებლობა, რაც ტრადიციულ მუსიკას მოაქვს, შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, დისკუსია შედგეს იმ ადამიანებს შორის, ვინც სხვადასხვა როლს ასრულებენ ტრადიციული მუსიკის ფუნქციონირების პროცესში   და ასე  შევუწყოთ ხელი მომავალ დიალოგს მათ შორის.

მრგვალი მაგიდის თემა უშუალოდ უკავშირდება თანამედროვე საზოგადოებაში ტრადიციული მუსიკის ფუნქციონირების პრობლემატიკას COVID-19-ის გამოჩენის პირობებში, შესაბამისად ეს უკანასკნელი საკითხი ასევე იქნება მრგვალი მაგიდის მსჯელობის ერთ-ერთი საგანი.

 

წინადადებები

საპროგრამო კომიტეტი გთავაზობთ მოგვაწოდოთ ინდივიდუალური, საპანელო,

სასტენდო ან მრგვალი მაგიდის სხდომაზე წარმოსადგენი თემები:

  • ინდივიდუალური მოხსენებისთვის განკუთვნილია 20 წუთი, დამატებით – 10 წუთი შეკითხვებისა და დისკუსიისათვის;
  • საპანელო მოხსენება უნდა მოიცავდეს 2 ან 3 მოხსენებას, თითოეულს 20 წუთის ხანგრძლივობით და დამატებით 10 წუთს დისკუსიისათვის;
  • სასტენდო მოხსენებისთვის გამოყოფილია 10 წუთი Power Point ფორმატში და 5 წუთი დისკუსიისათვის. გთხოვთ, კონფერენციაზე წარმოადგინოთ შემდეგი ფორმატის პოსტერი: 80 სმ სიგანეში X 100 სმ სიმაღლეში.
  • მრგვალი მაგიდის,დაახლოებით,ორსაათიან სესიაში მონაწილეობს არა უმეტეს 4

მომხსენებლისა (თითოეული 10 წუთიანი რეგლამენტით). აუდიტორიას მოვუწოდებთ დისკუსიაში მონაწილეობისკენ.

 

თეზისები, მოკლე ბიოგრაფია და სრული მოხსენებები

თეზისები და მოკლე ბიოგრაფია – ორივე ტექსტი არა უმეტეს 200 სიტყვისა (ივსება ელექტრონული რეგისტრაციის ფორმატში).

მოხსენებების სრული ტექსტი: არა უმეტეს 7 გვერდისა, შრიფტის ზომა 12, ინტერვალი 1,5.

 

ელექტრონული რეგისტრაცია         

ელექტრონული რეგისტრაცია (სახელი, გვარი, ქვეყანა, ორგანიზაცია, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მოხსენების სათაური, თეზისები და მოკლე ბიოგრაფია) სავალდებულოა სიმპოზიუმის ყველა მონაწილისათვის.

 

ვადები        

ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 15 ინისი

თემის მიღების დადასტურება: 2020 წლის 1 ივლისი

მოხსენებების სრული ტექსტის მოწოდების ბოლო ვადა, თარგმნისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით: 2020 წლის 10 აგვისტო

 

სარეგისტრაციო თანხა

მეცნიერებისთვის – 80 აშშ დოლარი (ონლაინ-პრეზენტაციის შემთხვევაში – 25 აშშ დოლარი)

სტუდენტებისთვის – 30 აშშ დოლარი (ონლაინ-პრეზენტაციის შემთხვევაში – 15 აშშ დოლარი)

 

დაბინავება, ტრანსპორტირება, კულტურული პროგრამა

დაბინავების, ტრანსპორტირების (თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – სასტუმრო – თბილისის საერთაშორისო აეროპორტი), კულტურული პროგრამისა და ვორქშოპების ხარჯებს დაფარავს სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი.

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს მონაწილეებისთვის დაგეგმილი აქვს ერთდღიანი კულტურული პროგრამა. პროგრამაში შედის საქართველოს რომელიმე კუთხის მონახულება.

თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმი არის არა მარტო სამეცნიერო ფორუმი ხალხური მრავალხმიანობის საკითხებზე, არამედ მასზე წარმოდგენილია ქართული და სხვა ქვეყნების ხალხური მუსიკის ფართო სპექტრი. ველით, რომ სიმპოზიუმზე, როგორც ყოველთვის, მსოფლიო მრავალხმიანობა წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლების მიერ.

 

საპროგრამო კომიტეტი

დოქტ. რუსუდან წურწუმია (საქართველო)

დოქტ. იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართველო)

დოქტ. იზალი ზემცოვსკი (აშშ/რუსეთი)

დოქტ. ნინო მახარაძე (საქართველო)

დოქტ. ნინო ციციშვილი (ავსტრალია/საქართველო)

დოქტ. დაივა რაჩიუნაიტე-ვიჩინიენე (ლიტვა)

 

ამინდი საქართველოში

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ზომიერი ჰავაა. ტემპერატურის ცვალებადობა ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში +10C-დან +15C-მდეა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია სიმპოზიუმის მონაწილეებისათვის

პროფ. რუსუდან წურწუმია, ელ.ფოსტა: polyphony@tsc.edu.ge

დოქტორი იოსებ ჟორდანია, ელ ფოსტა: josephjordania@yahoo.com.au