სიმპოზიუმისთვის წარმოდგენილი თეზისების განხილვის შედეგები

2016 წლის 15 აპრილს დასრულდა ტრადიციული მრავალხმიანობის მე-8 საერაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეთა რეგისტრაცია, 25 აპრილისთვის  კი სიმპოზიუმის საპროგრამო კომიტეტმა გამოაცხადა  თეზისების განხილვის შედეგები.

რიგით მე-8 სიმპოზიუმში, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება  2016 წლის

26-30 სექტემბერს, სხვადასხვა ფორმატით მონაწილეობის მისაღებად დაშვებულია 55 მეცნიერი, ამათგან მსოფლიოს 17 ქვეყნიდან 32 უცხოელი და საქართველოდან  23  მკვლევარი.

სამეცნიერო სესიებზე წარსადგენი მოხსენებებით:

აბდულა აკატი და ნინო რაზმაძე (თურქეთი/საქართველო)

ინეგოლში მცხოვრები ქართველების წარსული და თანამედროვე მუსიკალური ყოფა

მეთიუ არნდტი (აშშ)

შემოქმედის სკოლის ქართული საგალობლების ჰარმონიისა და ხმის მოძრაობის ზოგიერთი სტატისტიკური მახასიათებელი

გია ბაღაშვილი (საქართველო)

მარადისობის ესთეტიკური კატეგორია ქართლ-კახურ სუფრულ სიმღერებში

ქეროლაინ ბითელი (ბრიტანეთი)

მრავალხმიანობა, მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება

გორდანა ბლაგოევიჩი (სერბეთი)

მრავალხმიანი სიმღერის როლი შიდაეთნიკური დიალოგის ჩამოყალიბებაში: სერბიულ-ებრაული ძმები ბარუხების გუნდი ბელგრადიდან

თამაზ გაბისონია (საქართველო)

შებანების (ბანის მიცემის) კანონზომიერებანი ქართულ ტრადიციულ მუსიკაში

ოლივერ გერლახი (გერმანია)

იტალიურ-ალბანური მრავალხმიანი სიმღერის უკანასკნელი 50 წლის მონაცემები

რაისა გუსაკი (უკრაინა)

უკრაინული ტრადიციული მუსიკალური საკრავების სოლო და ჯგუფური შესრულება

მალხაზ ერქვანიძე (საქართველო)

კანონისა და კანონიკური აზროვნების შესახებ ქართულ ტრადიციულ მუსიკაში

ნატო ზუმბაძე (საქართველო)

თუშური სიმღერის მრავალხმიანობის საკითხისათვის

ელენა იოვანოვიჩი (სერბეთი)

შოპის რეგიონის (ორ-ხმიანი) სოფლური მუსიკალური კილოკავის ელემენტების სიმბიოზი ცენტრალური სერბეთის მუსიკალურ ტრადიციასთან

ფრანკ კეინი და ფრანკ შერბაუმი (საფრანგეთი/გერმანია)

სხეულის გამოყენება ქართული ტრადიციული სიმღერის სწავლებას, ვიზუალიზაციასა და ანალიზში

ლუდმილა კაზანცევა (რუსეთი)

ინტონაციის კონცეპცია მრავალხმიან მუსიკაში

ენო კოჩო (ბრიტანეთი/ალბანეთი)

ბოდ-ბოვი – დამუკიდებელი ხმა აზროვნების ადგილობრივ სკოლებსა  და გლობალურ გაბატონრბულ ტენდენციებს შორის

ანდრეა კუზმიჩი (კანადა)

ახალი მსოფლიო “ფოლკლორული კულტურის” შექმნა ძველი მრავალხმიანი სიმღერების საშუალებით

მანუელ ლაფარგა მარკესი (ესპანეთი)

ადამიანის მოდგმის მუსიკა და ენა

ლაშა მარტაშვილი (საქართველო)

ტრადიციული ქართული მრავალხმიანობის ნოტებზე უნაკლოდ ჩაწერის სისტემა

ჟანნა პარტლასი (ესტონეთი)

სიკვდილის პატარძლები: გასათხოვარი გოგონების კოლექტიური ტირილი

პენელოპე სანს გონსალესი (ესპანეთი)

ტონალური აღქმის ფილოგენია, სიმღერა და ქცევა ადამიანის ევოლუციაში

ანნა გ. პიოტროვსკა (პოლონეთი)

მრავალხმიანობის ცნება როგორც მოგზაურობის კონცეპცია

იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართველო)

ტრადიციული მრავალხმიანობის გეოგრაფიული დინამიკის კვლევა კულტურათა გადაკვეთაზე

კეიტი რომანუ (საბერძნეთი)

მრავალხმიანობა ‘მონოფონურ” ტრადიციაში

ალა სოკოლოვა (რუსეთი, ადიღეა)

მრავალ-ტემბრული მრავალხმიანობის მყარი კომპონენტი ჩერქეზულ ფერხულში

სვეტლანა სპაჟიჩი (სერბეთი)

სერბული მრავალხმიანი ტრადიციის ცოცხლად შენახვა

რიკარდო ლა სპინა (აშშ)

ჰავაიური ანსამბლური სიმღერის ჰარმონიზაცია და თავისებურებები ადრეულ ჩანაწერებში

რაზია სულტანოვა (დიდი ბრიტანეტი)

შაშმაყამის რიტმული მრავალხმიანი ქსოვილი

მარინა ქავთარაძე (საქართველო)

ტრადიციული მუსიკალური კულტურის ადაპტაცია გლობალიზაციის პირობებში

აქილეს ქალდეაკის (საბერძნეთი)

ბიზანტიურ მონოდიაში დაფარული მრავალხმიანობა?

სუზან შეტლერი და ჰერბერტ ზოტი (ავსტრია)

განსხვავებები ავსტრიულ მრავალხმიან სიმღერაში

ფრანკ შერბაუმი, სიმჰა არომი და ფრანკ კეინი (საფრანგეთი/Gერმანია)

ახობაძის სვანური სიმღერების კოლექციის ჰარმონიული სტრუქტურის გრაფიკული შედარებითი ანალიზი

თამარ ჩხეიძე (საქართველო)

ხმათა ფუნქციები და მათი როლი მრავალხმიანობის ფორმირებაში ქართულ საეკლესიო საგალობლებში

სუზან ციგლერი (გერმანია)

25 წლის შემდეგ: გურიის 1991 წლის ექსპედიციის გახსენება

ლარისა ხალტაევა (რუსეთი)

ბურდონული მრავალხმიანობა: ქსოვილი და თუ მითი?

მაკა ხარძიანი (საქართველო)

მიგრაციული პროცესების გავლენა სვანურ ტრადიციებსა და მუსიკალურ ფოლკლორზე

 

სასტენდო მოხსენებებით (სპეციალურ სესიაზე წარდგენით):

მარინა კაგანოვა (აშშ)

ჩემი ხმა ჩემია რადგან ის ჩემგან მოდის

გიორგი კრავეიშვილი (საქართველო)

კლარჯული ხალხური მუსიკა და მისი პარალელები მესხურთან

თეონა ლომსაძე (საქართველო)

ტრადიციული მუსიკის როლი ბალტიის ქვეყნების  პოპულარული მუსიკის ჟანრებში

მარიო მორელო (კანადა)

ცვლილება და ტრანსფორმაცია სალენტოში: სამხრეთ პულიას კანტი პოლივოკალის პოლიფონიური სტრუქტურისა და საშემსრულებლო პრაქტიკის ცვლილებების კვლევა

ნანა მჟავანაძე (საქართველო)

ერთი საკადანსო არტიკულაციის შესახებ სვანურ სიმღერაში

ბაია ჟუჟუნაძე (საქართველო)

მესხური ხალხური სიმღერა – მრავავალხმიანობიდან ერთხმიანობამდე

ნიკოლას როიერ-არტუზო (კანადა)

ჰეტეროფონია: შესრულებიდან /რეალიზაციამდე განხორცილებამდე

თეონა რუხაძე (საქართველო)

გუდასტვირის ნაისახეობები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ტრადიციულ მუსიკაში – მრავალხმიანობა და შესრულების სხვა თავისებურებები

კაე ჰისაოკა (იაპონია)

თუშ ქალთა სიმღერების ალტერნატიული როლი ქართველ მამაკაცთა მრავალხმიან კულტურაში (სავარაუდო სათაური)

 

გასაცნობი მოხსენებებით  წარდგენის გარეშე (მიეწოდება ყველა მონაწილეს და, მათი დაინტერესების შემთხვევაში, კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება  დისკუსიისთვის გამოყოფილ დროში):

გიორგი ალიმბარაშვილი და ოთარ კაპანაძე (საქართველო)

პროექტი „ქართული ფოლკლორის საგანძური, ფოლკლორული ანსამბლები“ და ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის შემსრულებლობასთან დაკავშირებული პრობლემატიკა

მაია გელაშვილი (საქართველო)

გურული “ნანინა”

ნანა ვალიშვილი (საქართველო)

შიდამიგრაცია და ეთნოკულტურული ტრადიციები საქართველოში

ნინო კალანდაძე-მახარაძე (საქართველო)

უორდროპები და ქართული ტრადიციული მუსიკა (ბრიტანულ-ქართული ურთიერთობის უცნობი ფურცლები

ხათუნა მანაგაძე (საქართველო)

სამარხვო და სადღესასწაულო ძლისპირთა კომპოზიციური თავუსებურებები (VI ხმის ძლისპირთა მაგალითზე)

ეკატერინე ონიანი (საქართველო)

მრავალხმიანობის გამოვლენის საკითხისათვის X-XI საუკუნეების ქართულ ნევმურ სისტემაში

მაგდა სუხიაშვილი  (საქართველო)

ტერმინი მორთული ქართულ ჰიმნოგრაფიაში

ნინო ფირცხალავა (საქართველო)

იოანე პეტრიწი ქართული ესთეტიკური აზროვნების ისტორიაში